saqarTvelos mdinareebi - ToumiSi
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 25 კმ |
აუზის ფართობი | 62 კმ² |
სინონიმი: ტუმუში.
მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 380 მ. სიგრძე 25 კმ. აუზის ფართობი 62 კმ2. ერთვის შავ ზღვას სოფ. ნაოჩთან. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზამთარში, წყალმცირობა - აგვისტო-სექტემბერში. საშუალო ხარჯი შესართავთან 1,64 მ3/წმ.